ბექა ხოფერია: “ანასტასიას ამქვეყნად მოვლინებას ცრემლებით შევხვდი, ამეტირა“

0
2323

ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია 26 წლის ასაკში მესამე შვილის მამა გახდა. მას კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ანასტასია დაარქვა. ბექას თიკა ჯამბურიასთან პირველი ქორწინებიდან, ქალიშვილი ნინა ჰყავს, პატარები ჯერ ერთმანეთს არ იცნობენ. ბექა ცოლის თხოვნით მშობიარობას დაესწრო და ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ არის, რომელიც მან ჟურნალ “სარკეს“ გაუზიარა:

“დავესწარი მშობიარობას და ეს იყო საოცარი გრძნობა. თავიდან მეშინოდა, მაგრამ ინას დაჟინებული თხოვნით, ეს შიში დავძლიე და სამშობიარო ბლოკში შევედი. ინამ პირველად მოსკოვში იმშობიარა, სადაც მამას მშობიარობას არ ასწრებენ. ინამ იმ მომენტში მითხრა, სამშობიარო ბლოკში ძალიან მჭირდებოდიო. ამიტომ მას ამჯერად მხარი ავუბი და მარტო არ დავტოვე. გვერდიდან ვუყურებდი ბავშვის დაბადების პროცესს. ამ ყველაფერს როცა ხედავ, საოცარი მომენტია, ყველა მამას ვურჩევ, დაესწროს მეუღლის მშობიარობას. ანასტასიას ამქვეყნად მოვლინებას ცრემლებით შევხვდი, ამეტირა“ – აცხადებს ბექა.

ბექა ხოფერიამ ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრა, როგორ აღნიშნა საღამოს პატარას დაბადება. როგორც ხოფერია ამბობს, ბიჭებს დაურეკა და ბევრი დალია.

“მეგობრებს ვეუბნებოდი, ჩემი მესამე შვილი თბილისში რომ გაჩნდა, დიდი ბედნიერებაა-მეთქი. ალექსანდრა მოსკოვში დაიბადა, იქ ნაკლებად მყავს მეგობრები, ვიღაცეების მოგროვება კი შევძელი, მაგრამ სულ სხვაა როცა შენი შვილი, შენს ქვეყანაში იბადება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here