ბექა გოჩიაშვილმა დათუნა ლაზარიშვილთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო! – “დიდი ტალანტია!“

0
2036

დათუნა ლაზარიშვილმა უკვე დაიწყო ბექა გოჩიაშვილთან ერთად მუშაობა. ვიდეოები, სადაც ცნობილი პიანისტი და პატარა მომღერალი რამდენიმე კომპოზიციას გადიან და ერთმანეთს მუსიკალურად ეცნობიან, დათუნას დედამ, კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. ამ ვიდეოებს უკვე მოჰყვა აღფრთოვანებული კომენტარები, რომელთა შორისაა სტენლი კლარკის პიანისტის, ქამერონ გრეივსის შეფასება: “ეს ბიჭი ძალიან მაგარია!..“ და მაილს დევისი დრამერის, ლენი უაითის მოსაზრებაც: “მკვლელია! დიდი ტალანტია!..“

ბექა გოჩიაშვილი, მოგეხსენებათ, ლეგენდარული მუსიკოსის, მრავალი “გრემის“ მფლობელი სტენლი კლარკის ჯგუფის წევრია და მასთან ერთად მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ბექას იდეით, დათუნა მალე მასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დათუნასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები არსებობს, რომელთა შესახებ ჯერჯერობით ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ეს ყოველივე მომღერლის შემდგომ მუსიკალურ გზასა და განათლებას უკავშირდება.

იხილეთ სრულად >>>

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here