11.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

ბექა გოჩიაშვილი სტენლი კლარკის ბენდთან ერთად რუსეთში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობას არ მიიღებს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ბექა გოჩიაშვილი, მოგეხსენებათ, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდში მოღვაწეობს. ბენდმა ახლახან გამოსცა ალბომი, ახლა კი ტურნე აქვთ დაგეგმილი. კონცერტები მთელ მსოფლიოში გაიმართება, მათ შორის რუსეთშიც, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა ქართველი პიანისტი რუსეთში გამგზავრებას არ აპირებს.

ბექა სოციალურ ქსელში დაგეგმილი კონცერტების ნუსხას აქვეყნებს და წერს:

„2019 წლის გაზაფხულის ტურნე. მე დავუკრავ ყველა ქალაქში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის გამოკლებით“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები