ლეგენდარული პიანისტი, ჩიკ კორეა აქვეყნებს სიას იმ პიანისტებისა, რომლებმაც, მისი თქმით ის შთააგონეს და ასევე მათგან ისწავლა კიდეც ბევრი რამ. ამ სიაში ერთი ქართველიც არის, პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.
ამ სიახლით გახარებულმა ბექამ თავად გამოაქვეყნა აღნიშნული სია და მოხარულია, რომ ჩამონათვალში მისი სახელიცა და გვარიც არის.
„GREAT NEWS
Chick Corea აკეთებს სიას:
“The Pianists I’ve Studied and Been Inspired By” (პიანისტები, ვისგანაც ვისწავლე და ვინც შთამაგონა – რედ.თარგ.) და ერთ-ერთი ნაცნობი სახელი და გვარი ამოვიკითხე)“.
ამერიკელი ჯაზ პიანისტი, ვირტუოზი, კლავიშისტი და კომპოზიტორი, ჩიკ კორეას კომპოზიციებიდან ბევრი ჯაზის სტანდარტად არის აღიარებული. „გრემის“ ჯილდოს არაერთგზის მფლობელია. 1960-იან წლებში გახლდათ მაილს დეივისის ბენდის წევრი და მონაწილეობდა ელექტრონული ჯაზ ფიუჟენის მოძრაობის შექმნაში.
იხილეთ ჩიკ კორეას და ბექა გოჩიაშვილის ჯემსეიშენი თბილისის ჯაზფესტივალზე.