ბექა გოჩიაშვილი დაქორწინდა – ვინ არის ცნობილი პიანისტის რჩეული

0
3613

ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი დაქორწინდა. მან და მისმა შეყვარებულმა, ულამაზესმა გოგონამ, ანა ხერხეულიძემ, ხელი დღეს მოაწერეს. ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:

„დღეს განსაკუთრებული დღეა!

მე და ანამ ხელი მოვაწერეთ + დედაჩემის დაბადების დღეა.

მე დაქორწინებული ვარ!..“

ბექასა და ანას რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის პერიოდი აკავშირებთ. ანა ხშირად დაჰყვება ბექას სხვადასხვა კონცერტზე, რომელსაც ის „გრემის“ რამდენიმეგზის მფლობელ სტენლი კლარკის ჯგუფის შემადგენლობაში მართავს ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ბექასა და ანას დაქორწინებას ვულოცავთ და ბედნიერებას ვუსურვებთ!..

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here