ბექა ელბაქიძე ”სექს-მუშაკი” გახდა

0
4959

საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსახიობი და ჟურნალისტი, ბექა ელბაქიძე ქართულ ტელე-ეკრანებზე არ გამოჩენილა. მიზეზი როგორც ირკვევა, ევროპაში გადასახლებაა. ამ ამბავს კი ჟურნალ  “გზაში“ ვაწყდებით…

როგორც ინტერვიუდან ირკვევა სახელი და გვარი – ბექა ელბაქიძე საქართველოში დატოვა და ევროპაში მას იცნობენ, როგორც გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს. მსახიობს ამჟამად რამდენიმე კინოში იღებენ. ერთ-ერთი მათგანში კი რაც უნდა გასაკვირი იყოს, სექს-მუშაკის როლს თამაშობს.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

“სპექტაკლში ვთამაშობ კასაბლანკელ ბიჭს, რომელიც ფრანგისა და არაბის ნაჯვარია. პროფესიით მხატვარია. ჩადის ევროპაში, რომ საკუთარი ნამუშევრები გაყიდოს და კარიერა აიწყოს. საბოლოო ჯამში, იმედი უცრუვდება და გამოსავალს რომ ვერ პოულობს, სექს მუშაკად იწყებს მუშაობას: დადის ასაკოვან ქალებთან გამოძახებაზე. ტრაგიკული პერსონაჟია.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here