ანსამბლ ”ალილოს” წევრი ბექა ჩხაიძე შეყვარებულია. მას თბილისის პრესტიჟულ კლუბებში ხშირად ხედავენ უცხო გოგონასთან ერთად. სულ ცოტა ხნის წინ, ბექა ჩხაიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაოჯახებას აპირებს. არის თუ არა ეს გოგონა ის, ვისზეც მომღერალი და სასურველი სასიძოს სტატუსის მქონე ბექა ჩხაიძე დაქორწინდება, ჯერჯერობით უცნობია.
ბექა ჩხაიძე წარსულში, ვანო ჩხარტიშვილის შვილზე იყო დაქორწინებული, შემდეგ კი მოდელ ეკო ფანგანის შეყვარებული გახლდათ. წყვილი ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, რა გახდა დაშორების მიზეზი, ამაზე ხმამაღლა არცერთი მათგანი საუბრობს. საკუთარი რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო ბექამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ”მუზიკბოქსი”-სთვის ცნობილი გახდა, რომ მომღერლის რჩეული 27 წლის არის და პროფესიით იურისტია.