ბექა ჩხაიძე: „ჩემი მეგობარი ციხეში ხუთი დღე და ღამე „დასკოჩილი“ იყო მიცვალებულზე…“

0
2373

მომღერალმა ბექა ჩხაიძემ ციხეში გატარებული დროის შესახებ „პრაიმშოუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, თავად არავინ შეხებია, მაგრამ როცა სხვა პატიმრების არადამიანური შეძახილები ესმოდა, ღმერთს სთხოვდა, რომ გათიშულიყო…

ბექამ აღნიშნა:

„2009-ში მომიწია ციხეში ყოფნამ. მე პირადად ნაღდად არავინ შემხებია, მაგრამ მივსულვარ იმ მდგომარეობამდე, რომ უვაჟკაცესი ბიჭების წარმოუდგენელი ხმა რომ მესმოდა, ღნავილი, წივილი, კივილი, ღმერთს ვთხოვდი, მეც გავითიშო, რაღაც დამემართოს-მეთქი. ამ ხმებს ვერსად ვეკარგებოდი.

პირადად ჩემს მეგობარს გადახდა თავს, ხუთი დღე და ღამე მორგში გარდაცვლილ ადამიანზე ჰყავდათ დასკოჩილი. ირაკლი ხოხიაშვილია ჩემი მეგობარი, ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ერთი ფეხი გაყინული აქვს, ხუთი დღე-ღამე დამუშავებულ მიცვალებულზე ჰყავდათ მისკოჩილი, აღარ მინდა ის ჰიჩკოკობები მოვყვე… კარი რომ გააღეს, ბადრაგს უთქვამს, ეს კიდევ ცოცხალია?

პროტესტის ნიშნად ბიჭები შიმშილობდნენ, ერთ-ერთი ჩემი მეგობარია. სახელებსაც ვიტყვი, გიგა ლომთათიძე, რეზო ხარძიანი, ბადრი რატიანი, ლერი გერლიანი… ცემით რომ აღარ კვდებოდნენ, მუცლები გამოიფატრეს… კამერაში ჩუმად ვლოცულობდით. ვთქვათ, ვიღაცას მეძინა და მეორემ დააშავა კამერაში, პირველი იმ დაძინებულით იწყებდნენ ცემას“. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here