ბექა ჩხაიძე: „ჩემი აზრით, ჯერ გაძრომა-გამოძრომის სურვილები უნდა დაიკმაყოფილო და ოჯახი მერე შექმნა…“

0
399

„ალილოს“ წევრი, მომღერალი ბექა ჩხაიძე დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს. ბექას ასეთი ცხოვრება ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ უფროს ასაკში შექმნილი ოჯახი ბევრად მყარია. მოსაზრებას ამ თემაზე ბექა ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს.

ბექა ჩხაიძე:

„ასე ცხოვრება გადასარევი ყოფილა და ამას თავისი ასაკი აქვს. ბევრი ოჯახია, რომელიც პატარა ასაკში შეიქმნა და დღემდე გადასარევად არიან, მაგრამ მაინც  მგონია, რომ ოჯახს თავისი ასაკი აქვს. რაღაც პერიოდი, ადამიანმა, ალბათ, უნდა „იგულაოს“ კიდეც – მე ასე ვთვლი, „თავისი მოჭამოს“ და შემდეგ შექმნას ოჯახი. ძალიან ახალგაზრდობაში დაქორწინებულების უმრავლესობას, ჟარგონულად რომ ვთქვათ, მერე უნდება გულაობა, ერთსაც და მეორესაც. ოჯახი არ აძლევს ამის საშუალებას და რამდენი დანგრეულა ამის გამო. ჩემი აზრით, ჯერ გაძრომა-გამოძრომის სურვილები უნდა დაიკმაყოფილო და ოჯახი მერე შექმნა. ასი კაცის სიცოხლე მაქვს ამ ასაკამდე გამოვლილი, რასაც გულაობა და დროსტარება ჰქვია, ყვეალფერი მინახავს და აწი რაღა უნდა შემეხარბოს და რა უნდა მომინდეს მაგ თვალსაზრისით, რაც არ გამიკეთებია. ზუსტად ახლა ვარ ოჯახისთვის მზად“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here