მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით.
ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა.
„მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას.
კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ შედგა. ვიდეორგოლის რეჟისორი არის თათა მეტივიშვილი, ოპერატორი: სალომე საღარაძე, მონაწილეობას იღებს მოდელი და მსახიობი მარიამ მჭედლიშვილი, კლიპის გადაღებები ერთ კვირაში დასრულდება, გარდა სატელევიზიო პრემიერისა, რომელიც 2 ოქტომბერს შედგება, კლიპის პრეზენტაცია ერთ-ერთ კინოთეატრში გაიმართება. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს დიზაინერი მარიშა.
ძალიან კმაყოფილი ვარ გადაღებებით, ვფიქრობ, რომ მაყურებელს გამორჩეულ და თანამედროვე ხარისხის ნამუშევარს შევთავაზებ.