ბენედიქტ კამბერბეჩს კატის უკანალს ადარებენ და ის ამის შესახებ თავად საუბრობს. ცნობილი ტელეწამყვანის – ჯიმი ქიმელის შოუს ახალი რუბრიკა – Mean Tweets-ების ლაივები დაემატა. გადაცემაში ამ უკანასკნელის პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა. ქიმელის შოუს კი ისეთი ვარსკვლავები ესტუმრნენ, როგორებიც “შერლოკის” ვარსკვლავი – ბენედიქტ კამბერბაჩი, კრისტენ ბელი და ჯეფ ბრიჯისი არიან.
მოგეხსენებათ, რომ Mean Tweets ჰოლივუდში საკმაოდ ცნობილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ვარსკვლავებს მათზე თვითერში გამოქვეყნებულ, ბოროტ და უცენზურო სტატუსებს თავად აკითხებენ. რიგში პირველი ბრიტანელი მსახიობი – ბენედიქტ კამბერბაჩი ჩადგა, რომელსაც თვითერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკმაოდ უსიამოვნო პოსტი მიუძღვნა: “თუ ვინმე თვლის, რომ კამბერბაჩი მომხიბვლელია, ალბათ კატის უკანალში დაჟინებული მზერაც ესიამოვნება” – წერს მომხმარებელი.
სასაცილოსთან ერთად პოსტები ხშირად შეურაცხმყოფელია. კრისტენ ბელის მისამართით მომხმარებელს უცენზურო სიტყვები არ დაუშურია. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რისი კითხვა უწევთ, საკუთარი თავის შესახებ სხვების აზრის გამოთქმა, ვარსკვლავებს მაინც სასაცილოდ გამოსდით. მოკლედ, ჯიმი ქიმელის გადაცემა დიდი პოპულარობოთ სარგებლობს.
[jwplayer mediaid=”3341″]