ბენ აფლეკმა ჯენიფერ გარნერი კიდევ ერთხელ მიატოვა

0
62

ჯენიფერ გარნერი ისევ მარტოა, მსახიობი ცოტა ხნის წინ ლოს ანჯელესში დააფიქსირეს, მაგრამ როგორც ირკვევა ეს მსახიობის მარტოობა დროებითია, რადგან ჯერ კიდევ მისი მეუღლე ბენ აფლეკი საქმიანი ვიზიტით ბოსტონში იმყოფება.

ბენი და ჯენიფერი ცოტა ხნის წინ დაშორდნენ, მაგრამ ბოლო დროს ისინი მაინც ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში. როგორც ირკვევა ამის მიზეზი გარნერის ორსულობა გახლავთ, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ბენი ცდილოს მეუღლეს გვერდში დაუდგეს და თუ მედიასაშუალებებს დავუჯერებთ შესაძლოა ისინი კვლავ წყვილის რანგში ვიხილოთ.

“ბენს არ სურს მისი შვილის მამის გარეშე გაიზარდოს“ – აცხადებს უცნობი წყარო ერთ-ერთ ტაბლოიდთან ინტერვიუში, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მალე ჯენიფერისა და ბენის შერიგების ამბავს ოფიციალურად გავიგებთ…

სანამ აფლეკი ახალი ფილმის გადასაღებად ბოსტონში იმყოფება და ლოკაციების შერჩევით არის დაკავებული, ჯენიფერი ამ დროს მეგობრებთან ერთად ერთობა და ლოს ანჯელესის ქუჩებში მეგობრებთან ერთად სეირნობს. მსახიობს არც მოწყენილობა ეტყობა და არც ის რომ პრობლემები აქვს, ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მასსა და აფლეკს შორის ურთიერთობა კვლავ დათბა….