Ben Affleck-ი Jennifer Garner-თან დაშორების შემდეგ განადგურებულია

0
25

მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ Ben Affleck-ისა და Jennifer Garner-ის ემოციური შეხვედრა სრულიად ინტერნეტ სივრცემ იხილა, Affleck-ი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ჰოლივუდური წყვილი 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდება.

Affleck-ს და Garner-ს სამი შვილი – 9 წლია Violet Anne, 6 წლის Seraphina Rose Elizabeth-ი და 3 წლის Samuel-ი ჰყავთ. 3 ივლისს Ben-ი სწორედ მათ სანახავად ჩაფრინდა ბაჰამის კუნძულებზე, სადაც Jennifer-ი შვილებთან ერთად ისვენებდა. წყვილის ემოციური საუბრის ფოტოები კი პაპარაცებმა გადაიღეს. მომავალში ექს ცოლ-ქმარმა ხის კიბეებზე ერთმანეთის გვერდიგვერდ რამდენიმე წუთი დაჰყო. People Magazine ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წყვილი ერთმანეთისგან მოშორებით იჯდა, თუმცა ორივე ჯერ კიდევ ატარებს ქორწინების ბეჭედს.

საუბრის ბოლოს Affleck-ი და Garner-ი რამდენიმე წუთი ერთმანეთს აღარ უყურებდნენ, Ben-ს კი ცრემლები წამოუვიდა. კაცმა ბაჰამის კუნმძულები შემდეგ დღეს დატოვა, Jennifer-ი კი ბავშვებთან ერთად სახლში 6 ივლისს დაბრუნდა. ამ ამბის შემდეგ Affleck-ი საზოგადოებაში რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. ცოტა ხნის წინ კი ჰოლივუდელი მსახიობი პაპარაცებმა სტარბაქსში მარტო დააფიქსირეს. ამის შემდეგ კი მედიის ფოტოობიექტივში Affleck-ი უკვე ატლანტაში მოხვდა, სადაც მსახიობი რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა. მისი ოჯახი სწორედ აქ იმყოფება. ატლანტაში Jennifer-ი თავის ახალ ფილმზე – “Miracles from Heaven” მუშაობს და ბავშვებიც მასთან ერთად არიან.

“როგორც კი საქმეები მოაგვარა, ჩალაგდა და თავისი შვილების სანახავად გაფრინდა“ – ამბობს Ben-თან დაახლოვებული პირი. “ის განადგურებულია. მიუხედავად იმისა, რომ Ben-მა და Jennifer-მა დაშორების გადაწყვეტილება ერთად მიიღეს, ძალიან რთულია 10 წლიანი ურთიერთობის დასრულება, მითუმეტეს, როდესაც სამი შვილი გყავს.“ – დასძინა წყარომ. გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით წყვილი ცალ-ცალკე საცხოვრებლად გადასვლას არ გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი ეყრება, ისინი ისევ სამი შვილის მშობლებად რჩებიან და ამბობენ, რომ ოჯახი უმთავრესია.