მიუხედავად იმისა, რომ 10 დღიანმა ჯაზ მარათონმა ჯეიმი კალუმისა და კრის ბრაუნის გარეშე ჩაიარა, ფესტივალი არც ზემოთხსენებულ ვარსკვლავებზე ნაკლებმა შემსრულებელმა დააგვირგვინა.
ქრის ბრაუნის უარის თქმის შემდეგ ორგანიზატორებმა სულ რამდენიმე საათში მოახერხეს კონტრაქტი ასევე ამერიკელ რეპერთან – ბასტა რაიმსთან გაეფორმებინათ. ეს უკანასკნელი საქართველოს პირველად ეწვია და კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
ამერიკელმა რეპერმა ექსკლუზიური ინტერვიუ Music Box-ს მისცა და ტელევიზიის მიკროფონით სცენიდანვე ისაუბრა.
“ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი 25 წლის კარიერის განმავლობაში, საქართველოში. ეს არის შესანიშნავი ქვეყანა და მე არასოდეს მოვსწრებივარ ასეთ კონცერტს ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გთხოვთ შემოატრიალეთ კამერა და აჩვენეთ სიყვარული. მე ვარ ძალიან ბედნიერი, გახარებული და დალოცვილი. გმადლობთ სიყვარულისათვის, გმადლობთ!”
[fbvideo link=”https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia/videos/1055244281179732/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]