ორი დღეა, „ჩემი ცოლის დაქალების“ თაყვანისმცემლები ბარბარე მანტკავასა და მაქსიმე გობრონიძის ჯერჯერობით შეუმდგარი სიყვარულის ამბავს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ბარბარე მანტკავას ბინა ჩუქურთმებითა და წითელი შპალერით.
ინტერნეტში გავრცელდა ამ ბინის ფოტოები და განცხადება, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ის იყიდება.
„იყიდება 220კვ, 14-სართულიანი სახლის მე-9 სართულზე 5-ოთახიანი ბინა, 3 საძინებელი, 3 აბაზანა, კაბინეტი, დიდი ზალა და დიდი ჰოლი. რამდენიმე ადგილზე 3D – შუშის კედლები. პარკეტი მუხა მაკაგონის ვერსაჩეს კანტებით. საძინებელში წითელი ხავერდის შპალერი. ყველა ოთახს აქვს აივანი, ცენტრალური იატაკქვეშა გათბობა. ქუჩა წყნარია და უხმაურო და ბინას აქვს ლამაზი ხედები.
ფასი: 220 000$
👉 იხილეთ ჩემი ცოლის დაქალების სერიაში…“ იხილეთ ფოტოები