ბახვა ბრეგვაძე წერს, რომ სამსახურებში ყოველთვის უმართლებს და ახლაც შემოთავაზება მიიღო ისეთი გუნდისგან, რომელთან მუშაობაც ყოველთვის უნდოდა.
ბახვა აღნიშნავს:
„სამსახურებში რომ მიმართლებს შეამჩნევდით 🙂 ჰოდა, სიახლე მაქვს ამ მიმართულებით და გიზიარებთ. X ფაქტორი • X Factor -ის ლაივები 29 მაისიდან იწყება. ისევ გამიმართლა, ლამაზ და მშვენიერ Lika Qorqia-სთან ერთად ერთ-ერთ ოთახს მეც დავეპატრონები:)
ამბიციურად ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე ტელევიზიაში ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებდი, მხოლოდ ამ გუნდთან ერთად, მრომლებიც ყველაზე მასშტაბურ, ხარისხიან, რეიტინგულ და მაგარ პროექტებს ქმნიან 🙂 ისე არა ! 🙂
ჰოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი:))))) 29-ში პირდაპირ ეთერში შევხვდებით… დიდი მადლობა ნდობისთვის გიორგი ხაბურზანიას, დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ნიკოლეიშვილს. იქვე რომ თქვენ მეყოლებით, ცალკე დღესასწაულია–> რუსკა მაყაშვილი, ვანო თარხნიშვილი, თათუკა ნარტყოშვილი, გიგო შიუკაშვილი. მოკლედ, ვიწყებ!.. გეგმები დიდია, მიზანი დიადი, წარმატება მისურვეთ…“