ბახვა ბრეგვაძე და ლიკა ევგენიძე ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ: „ლიკა ლამაზიცაა და ჭკვიანიც…“

0
2551

ბახვა ბრეგვაძე და ლიკა ევგენიძე ბავშვობის მეგობრები არიან. ერთმანეთს ყველა საიდუმლოს ანდობენ, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და მოკლედ, ნამდვილი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც წლებია, გრძელდება…

ბახვასა და ლიკას შევხვდით „სტრადაში“, სადაც ლიკამ თავისი უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მოიყვანა. ის ბახვას ნათლულია. ალექსანდრე დედისა და ნათლიის წინ მოკალათდა და სანამ ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ, ტელეფონით თამაშობდა.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ბახვა:

არც ერთს არ გვეხსომება, როდის დაიწყო ჩვენი მეგობრობა, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთს. მე ლიკასთანაც ვმეგობრობ და მის-დედ-მამასთანაც.

ლიკა:

მე და ბახვას საერთო წრე გვყავს. რაც თავი მახსოვს, ბახვაც მახსოვს. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი ძმებიც მეგობრობენ, ოჯახებითაც ვახლობლობთ. ბახვა ჩემი შვილის ნათლიაა. როცა აშშ-ში ვცხოვრობდი, სულ კონტაქტზე ვიყავით, ვსაუბრობდით, საქმის კურსში ვიყავით, რა ნხდებოდა ერთმანეთის ცხოვრებაში. მგონია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გამოგვიტოვებია. ვრცლად (ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here