ბახვა ბრეგვაძე: „ცოლად მოვიყვან გოგოს, რომელიც ბანკის სესხს დამავიწყებს…“

0
2180

ბახვა ბრეგვაძე ჟურნალ „სარკესთან“ სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2017 წლისგან ბევრ საინტერესო სიახლეს ელოდება. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ ზაფხულში საფრანგეთში აპირებს გამგზავრებას, სადაც ნიუ იორკის კინოაკადემიის ფილიალში სამსახიობო ოსტატობას დაეუფლება.

„ჩემი ცოლის დაქალებში“, როგორც ჩანს, ბახვასა და ცოტნეს პერსონაჟები ჯერჯერობით არ გამოჩნდება, რადგან გიორგი ბახუტაშვილს „იმედზე“ მიჰყავს გადაცემა, ბახვა კი ამბობს, რომ მასაც ჰქონდა სხვა ტელევიზიიდან შეთავაზება, თუმცა ამ ეტაპზე უარი თქვა.

კითხვაზე, არის თუ არა მართლა შეყვარებული, ჟურნალის რესპონდენტი პასუხობს:

ძალიან ხშირად ვარ შეყვარებული, თუმცა რატომღაც ურთიერთობა არ გრძელდება ხოლმე. ხან ისე არ ეწყობა საქმე, რომ სათანადოდ გაგრძელდეს ან სხვა მიზეზი ჩნდება.

30 წლის ასაკში გონებრივად ალბათ მზად ვარ დაოჯახებისთვის, მაგრამ გარე ფაქტორები მიშლის ხელს, მათ შორის, ბანკის სესხიც და ამ ყველაფერს რომ მოვაგვარებ, ცოლის მოყვანაზეც ვიფიქრებ. თუ ისე შემიყვარდა გოგო, რომ ბანკის ვალებიც დამავიწყა, აუცილებლად მოვიყვან ცოლად“.

ბახვა ბრეგვაძე ნატრობს, რომ ბანკის სესხი, რომელიც არცთუ მცირეა, თოვლის ბაბუამ გადაუფაროს – „დოლარის კურსის ყოველი ზრდა პირდაპირ ტვინში მირტყამს“, დასძენს მსახიობი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here