აზერბაიჯანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოპ-მუსიკოსი და მსახიობი აუგუნ კაზიმოვა საქართველოშია. შემსრულებელი სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს თბილისს. დიზაინერი რამაზო რომა თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მომღერალი ძველ თბილისში შალახოზე ცეკვავს.
https://www.facebook.com/ramazzo.roma/videos/1684581411602893/
როგორც რამაზომ „მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში აღნიშნა, აუგუნი ჩამოვიდა „ბრავო რეკორდსში“ ორი სიმღერის ჩასაწერად, რომლის ჩაწერაშიც დაეხმარება კახუჩელა. ასევე, დაგეგმლია ფოტოსესია. კაზიმოვა რამაზო რომას ახალი კოლექციას „Cats by Ramazo Roma” მოირგებს. ფოტოები ერთ-ერთი აზერბაიჯანული პრესტიჟული ჟურნალის ყდაზეც დაიბეჭდება.
გიგა უჩუვატოვი