ავტოსაგზაო შემთხვევამ რომელშიც კრის ჯენერის Rolls Royce დაიმტვრა, დანმაშავე მძღოლი თავშესაფრის გარეშე დატოვა

0
2788

გასულ კვირას კიმ კარდაშიანის დედა კრის ჯენერი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 60 წლის კრისმა მცირე შოკი და მაჯის მოტეხილობა მიიღო. ნაკლებად გაუმართლა მის საყვარელ ავტომობილს, თეთრ როლს როისს რომელიც 250 000 $ ღირებულების იყო, ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ მანქანების „სასაფლაოზე“ გადაიყვანეს. ჯენერის გლოვა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც მოსიყვარულე კარდაშიანებმა, კერძოდ კი კიმმა, ქლოემ და კორტნიმ მეორე დღესვე დედას ახალი როლს როისი აჩუქეს, რომელიც არაფრით განსხვავდება მისი აწ უკვე „გარდაცვლილი“ წინამორბედისგან. ცხადია საჩუქრის გადაცემის პროცესი პომპეზური იყო, შუშის კოლოფში მოთავსებული როლს როისი ჯერ ქალაქის ქუჩებში შემოატარეს და შემდეგ თავად კრის ჯენერს მიართვეს.

სანამ კრისი თავისი ახალი ავტომობილით ხარობს, ავტოსაგზაო შემთხვევის მეორე მონაწილე, ვინმე ჯეკ უეი, ფიქრობს თუ როგორ განაგრძოს ცხოვრება, რადგანაც ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავედ სწორედ ის ითვლება. როგორც ირკვევა, ჯეკი უმუშევარია, გარდა ამისა ის უსახლკაროა და უკვე დიდი ხანია ღამეს სწორედ მის ავტომობილში ათევს. მის სიტუაციას ისიც ამძიმებს რომ მას დაზღვევა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ, თუ კრის ჯენერი მისგან კომპენსაციას მოითხოვს, ანაზღაურების პროცესი შესაძლოა წლების მანძილზე გაგრძელდეს.

„რა აზრი აქვს სასამართლო პროცესს? კრისი მოიგებს პროცესს, რადგანაც მას ფული აქვს მე კი არა. მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე უსახლკარო და უმუშევარი ვარ, მე არ მაქვს შესაძლებლობა დავიცვა საკუთარი თავი ან დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა“ – განაცხადა ჯეკ უეიმ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here