მომავალზე ზრუნვას უმეტესობა ჩვენგანი ბავშვობიდან ვიწყებთ. სხვა განზომილებების შეცნობის ინტერესიც ხშირ შემთხვევაში დიდი გვაქვს ხოლმე. ასტროლოგია კი ის ერთ-ერთი მიმზიდველი მეცნიერებაა, რომლის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. სწორედ ამიტომ ავტორადიომ ორიგინალური სიურპრიზი მოუმზადა ასტროლოგიის მოყვარულებს და ასტრო-ფსიქოლოგის, სოფია ბზეკალავას გადაცემა, „ასტრომაგია“ შესთავაზა, რომელიც ყოველ სამშაბათს საღამოს 5 საათზე გადის.