ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე, გიორგი ლომინაძე, საქართველო-იაპონიის მატჩს დაესწრო. გიორგი ბორჯღალოსნების თამაშზე ეტლით მივიდა და ქართველ მორაგბეებს, მეგობრებთან ერთად უგულშემატკივრა. ლომინაძის სტადიონზე გადაღებული ფოტო, სოციალურ ქსელში რაგბის ფანებმა გაავრცელეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე, გიორგი ლომინაძე საქართველო – იაპონიის მატჩს დაესწრო




