ავთანდილი პირველად იმის შესახებ, რა რეაქცია ჰქონდა, როცა „ოლიგარქის სიძეს“ ეძახდნენ

0
541

ავთანდილმა ლელა წურწუმიასთან ტელეინტერვიუში გაიხსენა თავისი სიყვარულის ამბავი. ლელა წურწუმიამ მას დაუსვა კითხვა, რომ ხათუნა თოთლაძე მდიდარი ადამიანის ოჯახის წევრი იყო და თავად მასაც მოუსმენია ხშირად მოსაზრებები, რომ ავთომ მოიყვანა მდიდარი ქალი და ახლა უკეთესად იქნებოდა, „თუმცა იმის დანახვა არ უნდოდათ, რომ შენ ძალიან წარმატებული ადამიანი იყავი და ამის დანახვა არ უნდოდათ“, დასძინა ლელამ.

ავთანდილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ხათუნას მსგავს გოგონებს ხშირად ხატავდა – „როცა ხათუნა შემოვიდა ჩემს სახელოსნოში, მივხვდი, რომ ის გოგო შემოვიდა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვხატავდი. ხომ იცი, რომ ერთი ცაზომებაც არ მჭირდება, მაგრამ ეს გოგო ბევრჯერ დავიბარე, ოჯახის სხვა წევრებს არ ვიბარებდი. მივხვდი, რომ  ადამიანი გონებაში მიმყვება. ეს იმდენად იშვიათად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში… ვიცოდი, რა ოჯახის შვილი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ქორწილისთვის მოვიდნენ და მაშინ ჩემთან მოხვედრაც ძალიან რთული იყო. ვიცოდი და მივიღე ეს ადამიანები და მე და ხათუნამ დავიტოვეთ ერთმანეთი. შემდეგ, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა ისტორიები. საზოგადოების თვალწინ გაზრდილი უპატრონო ბიჭი, რომელიც შეიყვარა, უცებ გახდა ოლიგარქის სიძე, მაგრამ მე იმდენად მართალი ვიყავი… ჩემში აღმოვაჩინე, რომ შემიძლია, ადამიანი პიედესტალზე დავაყენო. რაც წარმომედგინა, მისთვის იმაზე მეტს ვაკეთებდი. ეს ამბავი გაღმერთებული მქონდა. ჭორები ყოველთვის იქნება… ასე საუბრობენ ჩემზე, შენზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც ვერ „გაფუჭდა“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here