18 თებერვალს დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძის დაბადების დღე იყო და ის გრანდიოზულად აღინიშნა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც წყვილის მეგობრები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც.
ხათუნა დაბადების დღეზე ულამაზესი წითელი კაბით გამოცხადდა. შესაბამისი ვიდეო ავთანდილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა და დაბადების დღე მიულოცა მეუღლეს.
ამ დღეს მუსიკალური ნომრების გარეშე, რასაკვირველია, არ ჩაუვლია. სცენა დაიკავეს ლელა წურწუმიამ „გუფი ლენდთან“ ერთად და აჩიკო მეფარიძემ. რესტორანში ასევე იცეკვა და იმღერა ბოშათა ანსამბლმა.