ავრილ ლავინი და ჩედ კრიუგერი ოფიციალურად გაეყარნენ

0
80

ავრილ ლავინი უკვე მეორე ოჯახს ოფიციალურად ანგრევს – ჩედ კრიუგერისა და ავრილის ერთობლივი ცხოვრება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა – Nickelback-ის ვოკალისტი და პოპ-პანკის დედოფალი 2012 წელს შეუეღლდნენ, მათ შორის ავრილის საქორწინო კაბასავით შავმა კატამ მალევე გაირბინა, თუმცა, ოფიციალური ფორმა განქორწინებას ახლაღა მისცეს.

ავრილმა ინსტაგრამზე თავისი და ჩედის საქორწინო სურათი ატვირთა და ემოციური კომენტარიც გაუკეთა – ჩვენი ოჯახური ცხოვრება დასრულდა, თუმცა, ყოველთვის საუკეთესო მეგობრებად დავრჩებით და ერთმანეთს გვერდში ვედგებითო.

avril lavigne

ავრილი ბოლო თვეების განმავლობაში ბორელიოზს, ლაიმის დაავადებას ებრძოდა, ქალი კვირების განამავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული, დიაგნოზის დასმა საკმაოდ გართულდა, შესაბამისად გაგრძელდა მკურნალობაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, ჩედი მეუღლეს ხშირად ნახულობდა და მხარში ედგა საბედნიეროდ ავრილმა მძიმე სენს თავი დააღწია, თუმცა, ქმრის მზრუნველობამ მათი ოჯახი ვერ შეინარჩუნა, მიზეზების შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია, ყოველ შემთხვევაში პაპარაცებს კრიუგერი გოგონების გარემოცვაში არ გამოუჭერიათ, და არც ავრილი უნახავთ პოტენციური საყვარლის გვერდით.

ეს ავრილისთვის მეორე ქორწინება იყო – გოგონა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, როდესაც კოლეგაზე, დერეკ ვიბლიზე იქორწინა, მათი ერთობლივი ცხოვრება 2010 წელს დასრულდა, როგორც ცნობილია, ლავინმა მეუღლის ნარკოტიკებით გატაცება აღარ აიტანა და გაყრა თავად მოითხოვა. ავრილმა მეორე ქმარი სიმღერაზე ერთობლივად მუშაობის პროცესში გაიცნო, მათ 2012 წლის 1 ივლისს იქორწინეს. ცერემონიალი საფრანგეთში გაიმართა, პატარძალს ულამაზესი შავი კაბა ეცვა, წყვილი შეუღლებას სამი დღეღამის განმავლობაში ზეიმობდა, თუმცა, 3 დღიანი ნადიმის კვალობაზე მათი ერთობლივი ცხოვრება ძალიან მცირეხნიანი აღმოჩნდა.