ლელა წურწუმიას რეპერტუარში მატებაა. მას ახალი სიმღერა აქვს. სიმღერის სახელწოდებაა “წვიმიან დღეს”. კომპოზიცია “იუთუბზე” უკვე განთავსდა. ის მომღერალმა Holy-Moly-სთან ერთად “ბრავო რექორდსში” ახლახან ჩაწერა. სიმღერა საცეკვაოა.
ლელა წურწუმია ბენდთან ერთად საკონცერტო საქმიანობასაც დაუბრუნდა და უკვე დაგეგმილია მისი სოლოკონცერტები. მათ შორისაა კლუბ :სოჰოს” ოფიციალური გახსნა ბათუმში, რომელიც 25 ივლისს შედგება. ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე ბენდ “ნონსტოპთან” ერთად წარდგება.