როგორც მოგეხსენებათ, კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. ამასთან დაკავშირებით კალათბურთელი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის…
“დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მადლობა თბილი სიტყვებისთვის! მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კარგი და კეთილი ადამიანები არსებობენ! აუცილებლად დავბრუნდები ბევრად ძლიერი და დავუმტკიცებ პირველ რიგში ჩემ თავს და მერე სხვებს, რომ გაცილებით ბევრი შემიძლია და კიდევ ბევრჯერ ვასახელებ ჩემ ქვეყანას!!!”