ატირებული ნანუკა ჟორჟოლიანი: „ჩაკეტილი მაქვს ეს თემა და მარიამთანაც არ ვსაუბრობ ამაზე…“

0
609

ნანუკა ჟორჟოლიანმა ბაია დვალიშვილთან თავისი ცხოვრების ბოლო ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც დედის გარდაცვალებას უკავშირდება. ტელეწამყვანმა ეს მძიმე მომენტი ვერ გადალახა და ამბობს, რომ ამ მოგონებებიდან სულ გარბის…

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„ძალიან ჩაკეტილი მაქვს ეს თემა. აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტად ძლიერი ვარ, ვიდრე ვყოფილვარ ოდესმე. ისეთი პერსონალური ტესტი ჩავაბარე დაჯის ამბავზე, მივხვდი, სირთულე არ ყოფილა მაგალითად, სახლიდან გასვლის რომ გეშინია… იცის ყველამ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. ამაზე არ ვსაუბრობთ არც მე და მარიამი. ის მე მიმალავს, მე – იმას. წყალტუბოში რომ ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ არასდროს ასე ახლოს მასთან არ ვყოფილვარ, ოღონდ ეს არ მაწუხებდა, პირიქით, მსიამოვნებდა. იმ ქუჩებში სიარულიც მსიამოვნებდა, რადგან ეს ზომიერი იყო. თუკი ქუჩაში ვინმე მაჩერებდა და დედაზე მესაუბრებოდა, რაც წყალტუბოში ხშირად იყო, სითბოს გამოხატვას საყვარლად ცდილობდნენ ასე, მაგრამ მე იქიდან გავდიოდი, რადგან ამ თემაზე საუბარი არ მსურდა. სხვა შემთხვევაში დაჯი ძალიან ზომიერად იყო წყალტუბოში ჩემს ცხოვრებაში. სხვა მხრივ ვკეტავ, არაფერი მახსენდება… ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ გამახსენდეს. რაღაცნაირი დიდი შავი ხვრელია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ შავმა ხვრელმა ჩემს ცხოვრებაში არ იარსებოს. გავრბივარ… ყველა მოგონებიდან გავრბივარ…

არ არსებობდა ამბავი, მას არ სცოდნოდა, ბოლო წუთამდე, სინამდვილეში მე და დაჯი, პარადოქსია, მაგრამ არ ვიყავით მასთან ახლოს. მარიამისთვის დაჯი იყო კომფორტის ზონა. შეიძლება იმიტომ, რომ ეს არ მქონდა მასთან და სულ დუელი გვქონდა, სულ რაღაცას მეწინააღმდეგებოდა, კომუნიკაცია იყო მაშინ, როცა მისთვის ამბის მოყოლა მინდოდა და ის სულ მზად იყო მოსასმენად…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here