“ასაშენებელია ეს ქვეყანა და დაბოლილები ვერ ავაშენებთ“ – ნინო კუზანოვა

0
2651

უნდა დაისაჯოს თუ არა ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი, ამის შესახებ ბოლო დროს დიდი პოლემიკა მიდის, სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა “დღის შოუ“, სადაც ნინო კუზანოვამ განაცხადა რომ ნარკომომხმარებელი უნდა დაისაჯოს.

“მე პირადად ვთვლი, რომ ერთთვიანი სამოქალაქო ტუალეტები უნდა ახეხინო და სხვადასხვა მეთოდებით დასაჯონ ნარკოტიკის მომხმარებლები. მე მყავს 13 წლის ბიჭი და არ მინდა უსმინოს ტელევიზიით რა კარგია მარიხუანა, ბიო, ტაბლეტი და ა.შ. პროპაგანდაა ის, როცა ვამბობთ, რომ ისინი არ უნდა დაისაჯონ. სანამ ჩვენს შვილს არ დატაკება მანქანით მოწეული ტიპი მანამდე ვიქნებით ლოიალური. ჩემი შვილების შეცდომების მიმართ შეუვალი ვარ. სადაც მე ვარ დედა და გუგა მამა, კეთილი ინებონ და გაგვიწიონ ანგარიში ჩემმა შვილებმა, მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი ეწეოდეს, ასაშენებელია ეს ქვეყანა და დაბოლილები ვერ ავაშენებთ“ – განაცხადა კუზანოვამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here