7-14 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე ტრადიციად ქცეული „არტ-გენის“ ფესტივალი გაიმართება. უკვე ცნობილია პროგრამა, რითაც ამჯერად მსმენელი ისიამოვნებს.
7 ივლისს ფესტივალს დათო ევგენიძე გახსნის აკუსტიკური პროგრამით, 8 ივლისს მსმენელის წინაშე ჯგუფი „ასეა სულ“ წარდგება, 9-ში „რეგეონი“, ხოლო 10 ივლისს „ჩვენებურებისა“ და ლელა ნაყეურის კონცერტი გველოდება. 11 ივლისს „ფრანი“, 12 ივლისს კი ნინო ქათამაძე გამართავენ კონცერტს, 13 ივლისს მთავარ სცენას „33ა“ დაიკავებს, დასკვნითი საღამოს ბოლო აკორდს კი „სუხიშვილები“ აიღებენ 14 ივლისს.