ART-გენი 2017 – ფესტივალის line up და ღონისძიებები

0
1697

წლების წინ, როდესაც ფესტივალ “არტ-გენს” საფუძველი ჩაეყარა, ეს იყო მეგობრების ჯგუფი, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული სოციალურ-კულტურული პრობლემების დაფიქსირება და მათი წარმოჩენა. თავიდანვე ჯგუფის პრიორიტეტად განისაზღვრა საოჯახო ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია. აგრეთვე იმ ხიდის აღდგენა, რომელიც ქალაქსა და სოფელს შორის არსებობდა და ფესტივალის საშუალებით მოხდებოდა კულტურული ტრადიციების ერთმანეთში გაცვლა და განვითარება. სწორედ ამან განაპირობა ფესტივალი „არტ-გენის“ დაარსება, რომლის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. ამ მხრივ არც წლევანდელი ფესტივალი იქნება გამონაკლისი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here