არის თუ არა ნაგავი “აბესალომ და ეთერი“ – ცხარე დებატები სოციალურ ქსელში

0
64

“რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტმა სოციალურ ქსელში იმის შესახებ, რომ ოპერა “აბესალომ და ეთერი“ ნამდვილი “თრეში“, ანუ ნაგავია, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნიკა გვარამიამ კრიტიკოსების საპასუხოდ დაწერა:

“ხალხი, რომელიც ვერ იტანს მუსიკის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქართულია, არის შავრაზმელი და არაფრით არ განსხვავდება ეკლესიას თუ ცრუ პატრიოტიზმს მიკედლებული შავრაზმელებისგან. ასეთი სექტანტები საშიშნი არიან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა და ვერაფრით, ხაზს ვუსვამ, ვერაფრით ვერ იქნებიან გულწრფელი პროევროატლანტისტები

P.S. სრულიად დარწმუნებული ვარ თან, გაწიწმატებულთა უმრავლესობას მოსმენილიც არ აქვს აბესალომი. ისე, იცავს, ქართულია და სკოლაში ასწავლეს, რომ დიადი…“

ნიკა გვარამიას მოსაზრება დაიცვა ია ფარულავას მეუღლემ, მუსიკოსმა, ტარიელ სუარმა, რომელმაც აღნიშნა: “მართალია, კარგი ქართული ოპერა რომ არსებობდეს, მას ევროპელები აუცილებლად აიტაცებდნენ“.

ეს ცხარე დებატები მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე, მხოლოდ მოსაწვევები გაიცემა და მას თანამდებობის პირები და ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის თქმით, ხელოვნებასთან ახლოს არიან. გახსნაზე კი სწორედ “აბესალომ და ეთერი“ შესრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here