“არ მჯერა, რომ ე.წ. სმს-ებით მოხდა მისი გამოთიშვა პროექტიდან” – თამრიკო ჭოხონელიძე “ცეკვავენ ვარსკვლავებს” საპროდიუსერო ჯგუფს ადანაშაულებს

0
79

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მორიგ ტურში პროექტის ძველმა მონაწილეებმა ახალი სეზონის მონაწილეებთან ერთად იცეკვეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ “დღის შოუში” ისაუბრეს. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გასული სეზონის მონაწილის, მარიამ როინიშვილის ცეკვები თამრიკო ჭოხონელიძემ სოციალურ ქსელში გააზიარა.

“დღის შოუმ გამახსენა” – წერდა მომღერალი. ზემოთ აღნიშნულ გაზიარებას საზოგადოებისაგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ კომენტარს კი თავად თამრიკო ჭოხონელიძე გამოეხმაურა და პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” წინააღმდეგ უარყოფითი კომენტარი გააკეთა.

“უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის… მე ძალიან მწყდება გული, რომ ისეთ საქართველოში მოგვიწია ცხოვრება, სადაც იცი, რომ სამართალს ვერ იპოვნი… ამიტომ არც ეძებ! მარიამს ძალიან გამძაფრებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ყველას და ყველაფრის მიმართ, ძალიან ბევრი იშრომა და… რა ვქნა, მომიტევონ, მაგრამ არ მჯერა, რომ ე.წ. სმს-ებით მოხდა მისი გამოთიშვა პროექტიდან.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here