“არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს მართლა გიხსნით“ – ინგა გრიგოლია

0
1983

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გუშინ “გირჩის“ რელიგიურმა ორგანიზაციამ, მღვდელმსახურის სტატუსი მიანიჭა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ჩანს, აჟიოტაჟმა თავად ჟურნალისტიც შეაწუხა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“გავიღვიძე და ინბოქსი აფეთქებული დამხვდა. მართლა მღვდელთმთავრობა მომანიჭეს თუ არა, სერიოზულად არკვევენ, შფოთავენ.. მაგრად ვიცინე, მაგრამ მერე ერთი-ორი ზარიც რომ გაისმა, ჟურნალისტი ვარო, მივხვდი, რამე უნდა დამეწერა. ხალხო, ხომ კარგად ხართ? რა სასულიერო პირი… რა მღვდელმსახური )))))) ვინც სერიოზულად მწერს, განვუმარტავ- გუშინ ,”რეაქცია” იყო “გირჩის” ბიბლიურ თავისუფლებაზე, ხოდა პირდაპირ ეთერში ვარკვევდით, რომ ჩამეწერა მათ მოწმობაში ვინმეს სახელი და გვარი, ავტომატურად მიიღებდნენ თუ არა თავის ეკლესიაში და დაიხსნიდნენ თუ არა ჯარიდან, ხოდა ამის საილუსტრაციოდ, ჩავწერე ჩემი სახელი და გვარი.

მერე ამ ფოტოზე მე და იაგო ხვიჩიამ ფბ-ზე ვიღადავეთ და სულ ეგ იყო. არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს მართლა გიხსნით, მაგრამ აშკარად საჭირო გახდა. ხომ  მილიონ სისულელეს შევსწრებივარ, მაგრამ ამაზეც განმარტებები თუ უნდა მეწერა, ვერ წარმოვიდგენდი))) “on.ge-ს” დაუწერია პირველად, არადა მე სერიოზულ საინფორმაციო სააგენტოდ ვთვლიდი 🙂 პაკააა-)))” – წერს ჟურნალისტი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here