„არ დაიდარდოს“ დიდი ტელედაბადების დღე, ქართველი მომღერლებისა და დიჯეების მხიარული ეთერი Postv-ზე

0
429

1-ელ ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ 17 წელი შეუსრულდა. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წარმატებული რადიო ზუსტად 17 წლის განმავლობაში, ყველა გამოკითხვის ლიდერია და მას, ყველანაირი კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი უსმენს საქართველოში.

„არ დაიდარდო“ გახსნის დღიდან ქართული მუსიკის პოპულარიზებას ეწევა და მსმენელების გულებიც ძალიან მოკლე პერიოდში დაიპყრო, რეიტინგის სათავეში თავისი ადგილი წლებია, შენარჩუნებული აქვს.

„არ დაიდარდოს“ იუბილე დიდი გადაცემით აღნიშნა ტელეკომპანიამ Postv. „არ დაიდარდოს“ დიჯეები და მომღერლები ამ თარიღის აღსანიშნად „პოსტალიონის“ ტელეეთერში შეიკრიბნენ და მაყურებელს დრო მხიარულად და მუსიკალურად გაატარებინეს.

სტუმრებს შორის გახლდნენ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი უფროსი, თათა სადრაძე, „არ დაიდარდოს“ წამყვანები, თაკო მელიქიშვილი, ნანკა ქოქიაშვილი და ლევან გულბათაშვილი,  მომღერლები საბა კემულარია, სოფო ბედია და ოთო ნემსაძე. მუსიკალური ნომრების პარალელურად, ყველა სტუმარმა რადიო „არ დაიდარდოსთან“ დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here