აქვთ თუ არა რომანი Kristen Stewart-სა და Taylor Lautner-ს?!

0
39

ლოს ანჯელესში, Ace Hotel-ის კინოთეატრმა “American Ultra”-ს პრემირას უმასპინძა. ფილმის ჩვენებაზე რა თქმა უნდა ფილმის მთავარი როლის შემსრულებლებიც შეიკრიბნენ, რომელთა შორისაც Kristen Stewart-იც იყო. მსახიობი პრემირაზე თავის მეგობართან და “Twilight”-ის კინოპარტნიორთან – Taylor Lautner-თან ერთად გამოჩნდა.

ვარსკვლავების ერთად გამოჩენამ ყვითელ გამოცემებს ახალი საჭორაო თემა მისცა – ტაბლოიდები უკვე წერენ იმაზე, რომ შესაძლოა Stewart-სა და Lautner-ს რომანი აქვთ. თუმცა გეტყვით, რომ დიდი ხანია ისინი საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილან. ბოლოს პაპარაცებმა მსახიობები Sam Smith-ის კონცერტზე, წლის დასაწყისში, დააფიქსირეს.

Kristen Stewart-თან ერთად “American Ultra”-ს პრემირას ნამუშევრის სხვა მსახიობები – Jesse Eisenberg-ი, Connie Britton-ი და Topher Grace-ი დაესწრნენ, ეს უკანასკნელი Ace Hotel-ის წითელ ხალიჩაზე თავის რჩეულთან Ashley Hinshaw-სთან ერთად გამოჩნდა…