APIVITA – პრემიუმ კლასის ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი თქვენი სილამაზისთვის

0
98

სასტუმროში „Windhan Grand Tbilisi“ პრემიუმ კლასის ნატურალური კოსმეტიკის ბრენდის Apivita-ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი კომპანია GEPHA იყო, რომელიც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

Apivita სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებების არაერთ ხაზს აერთიანებს.

Apivita ორმა ბერძენმა ფარმაცევტმა 1979 წელს შექმნა. დღეს კი ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კოსმეტიკურ ბრენდს წარმოადგენს, რომლის თავის მოვლის პროდუქტებიც ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტების უამრავი ქვეყნის რჩეულია. აღსანიშნავია, რომ Apivita 2017 წლიდან PUIG ჯგუფის წევრია, რომელიც დერმატოკოსმეტიკის მსოფლიო ბაზარზე მე-3 ადგილს იკავებს.

ბრენდის გამორჩეულობას განსაზღვრავს:

ბუნებრივი ფორმულები და ჰოლისტიკური მიდგომა – Apivita-ს პროდუქციის შემადგენლობის 85-100% ნატურალური ინგრედიენტები და ეთერზეთებია. თითოეულ ფლაკონში ჰარმონიულადაა შერწყმული საუკუნოვანი გამოცდილების სამკურნალო მცენარეები და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები. სახელწოდება APIVITA, რაც „ფუტკრის სიცოცხლეს“ ნიშნავს, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან APIS (ფუტკარი) და VITA (სიცოცხლე) და მთელ მის ფილოსოფიას ასახავს.

საკუთარი პატენტები – ბრენდი ინოვაციურობით გამოირჩევა, რასაც მის მიერ მოპოვებული 6 პატენტი ადასტურებს. ის მომხმარებლების გულს სწორედ აღნიშნული დაპატენტებული ფორმულებით იგებს.

ინგრედიენტები და წარმოების ტექნოლოგია – პროდუქტების შემადგენელი კომპონენტია დაპატენტებული პროპოლისი. წარმოების პროცესში გამოყენებულია ინკაფსულირების ტექნოლოგია,  რაც გულისხმობს მის ღრმა შეღწევას კანის შრეებში და ეტაპობრივ გამოთავისუფლებას, ხელს უწყობს უჯრედების აქტივობას, მეტაბოლიზმს და ანტიოქსიდანტებისგან დაცვას.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროდუქტებში არ ხვდება მცენარეების მტვერი, რაც მომხმარებლებს ალერგიის განვითარებისგან იცავს.

Apivita-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ისეთ მავნე ინგრედიენტებს, როგორიცაა: პარაბენები, სილიკონები, მინერალური ზეთი და ფლატოლები.

სოციალური პასუხისმგებლობა  – ბრენდი იყენებს ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვებს. ამასთან, Apivita პირველი ბერძნული კომპანიაა, რომელმაც B Corporation-ის სერტიფიკატი მოიპოვა. შედეგად ის იმ კომპანიებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა, რომლებიც მიისწრაფვიან, გააერთიანონ მეწარმეობა სოციალურ კეთილდღეობასთან და გამოიყენონ ბიზნესის ძალა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად.

Apivita თავის მოვლის რამდენიმე ხაზს აერთიანებს:

Express Beauty – ნიღბების, სკრაბების, ხელისა და ტუჩის მოვლის საშუალებების მიმართულება. ისინი დამზადებულია ხმელთაშუა ზღვის ინსპირაციით, რაც მოიცავს სამკურნალო ინგრედიენტებს გამდიდრებულს ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ნატურალური ეთერზეთები კი კიდევ უფრო აძლიერებენ მათ ეფექტურობას.

Aqua Beelicious – ახალგაზრდა კანის მოვლის მიმართულება. ის უზრუნველყოფს მყისიერ და ხანგრძლივ დატენიანებას. იდეალური ბაზაა მაკიაჟისთვის.

BEE RADIANT – სიბერის პირველ ნიშნებთან ბრძოლის ხაზი. დაღლილობასა და სხვა ნიშნებთან ბრძოლა დაპატენტებული პროპოლისითა და თეთრი პიონის ექსტრაქტით ხდება. ამ ხაზის პროდუქტებში წყალი შეცვლილია ასკილის ექსტრაქტით, რასაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

BEEVINE ELIXIR – 40+ ასაკობრივი კატეგორიის ხაზი. მისი ბუსტერი კოლაგენით ახალი ერაა დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here