აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

0
2591

მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა.

ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია:
„საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ და ამიტომ ჩავთვალე პიარად. არც ისეთი ცნობილი მეგონა საკუთარი თავი, როგორც თიკამ ახსენა, მაგრამ არ წყდება ამ თემის მასშტაბურად განხილვა. დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან, რა პასუხს გასცემ თიკასო. საკუთარი ენით, შუამავლის გარეშე, მარტივია ადამიანთან საუბარი, მაგრამ სულელთან რომ რამის მტკიცებას დაიწყებ, თავადაც სულელი გამოდიხარ…“

როგორც ია აღნიშნავს, თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სრული სიცრუეა:

„არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა. თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვეულებრივი ცილისწამებაა. ზუკა თიკასგან გავიცანი, ეს მართალია. ერთადერთხელ ვნახე ერთად, რაღაცაზე „ღადაობდნენ“, მაგრამ მერე მე და ზუკას არანაირი ურთიერთობა არ გვქონია…“

მომღერალი ამბობს, რომ თიკამ მას და მის ოჯახს წარწერით „აქ ცხოვრობს ბოზი“, რომელიც სახლთან დაუწერა, დიდი ფსიქოოლოგიური ტრავმა მიაყენა. მომღერალი ჩივილს არ აპირებს და არც თიკასთან რაიმე სახის კომუნიკაციას. ია ტომაში ამჟამად გათხოვილია, – „მე და ჩეს მეუღლეს ურთიერთობა ტყუილზე რ აგვიგია“, აღნიშნავს მომღერალი.

ვრცლად მის ინტერვიუს ჟურნალ „თბილისელებში“ გაეცნობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here