ანუკი არეშიძის ბრენდს ამ ბოლო დროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი წარმატებები აქვს. ახლახან “ვოგის“ ალახაბედა დიზაინერების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ჰქონდა გამოფენა პრესტიჟული გამოცემის მიერ ორგანიზებულ შოურუმში, სადაც მისი კოლექცია “ვოგის“ ცნობილმა რედაქტორმა, ანა ვინტურმა და ფეხსაცმლის დიზაინერმა, ჯუზეპე ზანოტიმ დაათვალიერეს. ანუკის რამდენიმე ნამუშევარი კი საიტ “Yoox.com“-ზე განთავსდა.
დიზაინერი ქართველ მომხმარებელსაც არ ტოვებს უყურადღებოდ და მის მაღაზიაში უკვე დევს ახალი კოლექციიდან ნიმუშები. გარდა ამისა, ის საქორწილო კაბებზეც მუშაობს, რომლებიც სპეციალური შეკვეთით მზადდება.
გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ანუკის მიერ შექმნილი საქორწილო კაბებია თავმოყრილი.