ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულს სტუმრობს და ცნობილი დიზაინერული სახლების ჩვენებებს ესწრება, მათ შორის Dior-ის, Chanel-ის და სხვა ბრენდების ჩვენებებს.
ანუკი პარიზში მილანიდან ჩავიდა, სადაც ასევე მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. როგორც მისი ინსტაგრამიდან ირკვევა, პარიზში ქართველ დიზაინერს პერსონალური მძღოლი ემსახურება, სადილობს ელიტარულ 4-ვარსკვლავიან რესტორანში და საღამოობით ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს.
არეშიძის სტილი ტრადიციულად გამორჩეული და ძალიან გემოვნებიანია. დიზაინერი მაღალი მოდის ჩვენებებს ხშირად საკუთარი კოლექციის ტანისამოსით ესწრება.