იტალიის პრეზიდენტს თბილისის მერმა, კახი კალაძემ მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. „ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის, უძველესი დროიდან მოდის და ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი თვითმყოფადობა ყველანაირი სირთულის მიუხედავად შეინარჩუნა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ იტალიის სახელმწიფო მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე. დღეს სრულდება ჩემი ვიზიტი საქართველოში, მე და ჩემს დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაურობით, ბევრი შეხვედრა გვქონდა და ყველა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები,“- განაცხადა სერჯო მატარელამ.
ოფიციალურ ვახშამზე, რომელსაც მერმა უმასპინძლა, ანუკი არეშიძე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. დიზაინერი 7 თვის ფეხმძიმეა. ის და კახი კალაძე მეოთხე შვილს ელოდებიან. ღონისძიებაზე დასასწრებად ანუკიმ ულამაზესი გრძელი კაბა მოირგო და აწეული ვარცხნილობა და სადა მაკიაჟი შეარჩია.