ანუკი არეშიძე “ინსტაგრამზე” შვილის, ბიბის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რა უთხრა უფროსმა ვაჟმა, როდესაც დედიკოს ფოტოს უღებდა: “დედა, შეიძლება გადაგიღო? იმიტომ, რომ ძალიან მომწონს ის კომბინაცია, რომელსაც შენი კაბა და ყვავილები ქმნის ერთმანეთთან, ყვავილები, რომლებიც სპეციალურად შენთვის დავკრიფე. ბიბი <3”. ანუკი “ინსტაგრამზწ” ხშირად აქვეყნებს ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ბიბის ფოტოგრაფიით გატაცების შესახებ აქამდე არ დაუპოსტავს. (ფოტოები)