26.8 C
Tbilisi
Friday, August 5, 2022

ანუკი არეშიძე საკუთარ კოსმეტიკურ ხაზს გამოუშვებს

ანუკი არეშიძემ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, დიზაინერობასთან ერთად სხვა საქმეც შეითავსოს. მან ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ხელზე ვარდისფერი პომადის სხვადასხვა გრადაციის ფენა აქვს გადასმული და წერს, რომ მალე მისგან დიდ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. ანუკის ასევე ამავე ფოტოზე ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული anoukibeauty, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი კოსმეტიკური ხაზი ექნება. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ამ ახალ საქმიანობას და რა ტიპის კოსმეტიკას შემოგვთავაზებს ანუკი არეშიძე უახლოეს მომავალში.

(ფოტო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები