ანუკი არეშიძემ მეოთხე ვაჟი, ნიკოლა, პარიზში გააჩინა. მშობიარობისთვის იქ მთელი ოჯახი ჩავიდა. მოგვიანებით, კახი კალაძემ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე კლინიკის პალატაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უკვე ახლადდაბადებული ნიკოლაც შეუერთდა კალაძეების დიდ ოჯახს.
ანუკიმ „ინსტაგრამზე“ განათავსა ფოტო, სადაც ნიკოლასთან ერთად არის გადაღებული – „თქვენმა მოლოცვებმა გული გამითბო და ძალიან გამაბედნიერა. დიდი მადლობა“, დაწერა მრავალშვილიანმა დედამ.
ფოტო პარიზის ცნობილ ბულონის ტყეშია გადაღებული, რომელიც ულამაზესია და ეს ფოტოზეც ჩანს.