Dior-ის მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა, საზოგადოებას ამ რანგში მისი პირველი კოლექცია წარუდგინა. მარა გრაცია ჩიური პირველი ქალი დიზაინერი გახდა, რომელმაც Dior-ში ეს თანამდებობა დაიკავა. მან Dior-ის სადებიუტო დეფილესთვის, პარიზის როდენის მუზეუმი შეარჩია და შენობაში ზღაპრული გარემო შექმნა. პირველი ე.წ. “ოტ კუწურ” კოლექციაც ზღაპრის თემაზეა შექმნილი. ჩიური განმარტავს, რომ შთაგონების წყარო, ზღაპრებში აღწერილი ლაბირინთები და პრინცესები გახდნენ.
გრანდიოზული შოუს ჩვენებაზე, საქართველოდან ანუკი არეშიძე იყო მიწვეული. დიზაინერი პარიზში მენეჯერთან ერთად გაემგზავრა. ანუკი ჩვენებით მოხიბლულია და ინსტაგრამზე გრანდიოზული სანახაობის ფოტოები გამოაქვეყნა.