ანუკი არეშიძე ბავშვებისთვის ახალ ხაზს აანონსებს, რომელსაც ვაჟის სახელი უწოდა

0
955

„გაზაფხულზე დიდი სიახლეებია“, ჯერჯერობით ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა დიზაინერი ანუკი არეშიძე, მაგრამ უკვე გვამცნო, რომ მალე მას ახალი, საბავშვო ხაზი ექნება, რომელსაც მეოთხე ვაჟის, ნიკოლასის სახელი უწოდა.

Nicolaskidswear – 2021 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება და სავარაუდოდ, დიზაინერის კიდევ ერთ საინტერესო წამოწყებად იქცევა, ამჯერად ბავშვებისთვის.

ანუკი არეშიძის ამ ახალი მიმართულებისთვის უკვე შექმნილია როგორც საიტი nicolaskidswear.com, ასევე „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშები. პირველ კოლექციას სწორედ ამ პლატფორმების საშუალებით ვიხილავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here