ანსამბლმა “ქართული ხმები” კონცერტი ფილმ “ექვთიმეს” გადაღებას მიუძღვნა

0
2195

ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი და სიყვარულის საოცარი ამბავი, გამოჩენილ ქართველ პედაგოგ, ისტორიკოსსა და არქეოლოგ ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელმაც საფრანგეთში მისი 24 წლიანი ემიგრაციის განმავლობაში, დიდი ბრძოლისა და გაჭირვების ფასად, უდანაკარგოდ დაიცვა და შეინარჩუნა ქართული საგანძური და არტეფაქტები. ფილმს “ექვთიმე” 2 წელია კომპანია “დაკარგული ლეგენდები” იღებს. ფინანსური პრობლემების გამო, კინოსურათის რეჟისორმა, ნიკა ხომასურიძემ ქართველ საზოგადოებას ექვთიმე თაყაიშვილის ისტორიის გაცოცხლებისთვის დახმარება სთხოვა. სპეციალური საიტიც კი გაკეთდა, სადაც ფილმის დეტალებისა და კადრების ნახვაა შესაძლებელი. ანსამბლი “ქართული ხმები” ერთ-ერთი მათგანია, ვინც ექვთიმე თაყაიშვილის კინოპროექტს მხარი დაუჭირა და ამისთვის საქველმოქმედო საღამო გამართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here