ანსაბლმა “სუხიშვილები” და სადაზღვევო კომპანიამ “არდი” მემორანდუმი გააფორმეს

0
1633

ქართული გენია კვლავ დაზღვეულია. სანამ “სუხიშვილები” თენგიზ სუხიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმოდო კონცერტს დაიწყებდნენ, მანამდე “სუხიშვილებმა” და სადაზღვევო კომპანია “არდიმ” თანამშრომლობის გაგრძელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ დასის ყველა წევრი პროფესიულ ტრამვებზე დაზღვეულია. ნებისმიერი მოცეკვავის პროფესიული ტალანტის დაკარგვის შემთხვევაში “არდი” მათ ორი წლის განმავლობაში ხელფასით უზრუნველყოფს. დაზღვევა კი ვრცელდება, როგორც საქართველოში, ასევე დასის გასტროლებისას, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here