„ქართველი ქალების მომავალი „იკონა“ ჯან ნერგიზი ახალი თურქული სერიალიდან „დედა”, რომელიც მალე დაიწყება „იმედზე“ – ასე ასათაურებს ანრი ჯოხაძე თურქი სერიალების ვარსკვლავთან, ჯან ნერგიზთან ერთად გადაღებულ ფოტოს. ტელეწამყვანი „პრაიმშოუს“ წამყვანებთან ერთად სტამბოლშია გადაღებებზე. მათთან ერთადაა ნუცა ბუზალაძე, რომელსაც თურქეთში ნათესავები ჰყავს და იქ ძალიან ხშირად დადის ბავშვობიდან, გარდა ამისა, თურქულ „ვოისშიც“ მონაწილეობდა. ანრის მსგავსად, თურქ ვარსკვლავთან ერთად ფოტო ნუცამაც გამოაქვეყნა.
ანრის გამოქვეყნებულ ფოტოზე უწერენ, რომ ის ბევრად სიმპათიურია, ვიდრე ქართველი ქალების მომავალი კერპი, რასაც ქართველი შემსრულებელი ღიმილით შეხვდა და აღნიშნა: „გთხოვ, შეწყვიტე…“ ფოტოები