ანრი ჯოხაძის „ცივი ნოემბერი“ – მომღერლის ახალი კლიპის პრემიერა

0
4057

ანრი ჯოხაძის ახალ სიმღერაზე „ცივი ნოემბერი“ კლიპის პრემიერა 13 ნოემბერს კინო „ამირანში“ შედგა. ვიდეორგოლი სიმღერაზე, რომლის მელოდიაც თავად დაწერა, ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსზე, თვითონვე გადაიღო, როგორც ყოველთვის.

ანრის ახალი ვიდეოს პრემიერას შოუბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლიპში ძალიან ლამაზი კადრები შევიდა, რომელმაც მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

ანრი ჯოხაძე:

მე ძალიან სუბიექტური ვარ ამ სიმღერის მიმართ. როცა ნიკა ჩერქეზიშვილის ამ გენიალური ლექსის ერთი სტროფი შემთხვევით აღმოვაჩინე, ცრემლი მომერია. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არ ჩამოვრჩები მათ, ვისზეც მოქმედებს ლექსი, მუსიკა… მივხვდი, რომ არ იქნებოდა ურიგო, ეს ლექსი ამეჟღერებინა სიმღერად.

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როცა კლიპის ანონსი დავდე.  გამოხმაურებამ აჩვენა, რომ ეს არის სიმღერა, რომელიც მსმენელამდე მივა.

დაბადების დღეზე გვითხარი, რომ განსაკუთრებულად ერთი ადამიანის მოლოცვას ელოდებოდი. დღეს თუ მოგილოცა?

ახლა არ არის საქართველოში, მაგრამ იმ ღამეს მომილოცა (იღიმის).

ნოდიკო ტატიშვილი:

ანრის მინდა მივულოცო ახალი ნამუშევარი და წარმატებები ვუსურვო. ეს არის ჩემი კოლეგა, რომელიც სულ მუშაობს. ძალიან მიხარია ახალი ნამუშევრები. რაც მეტი არტისტი იმუშავებს, მით უკეთესი იქნება.

სულ ვამბობ, შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელწერა იგრძნობოდეს. რამდენჯერაც ანრის ახალ სიმღერას და კლიპს ვნახულობ, ყველგან მისი ხელწერაა. სულ რომ არ იყოს იმ კლიპში, მაინც მივხვდები. ეს ერთი და სხვა მრავალი, ანრი!..

გიორგი გასვიანი:

ანრის ჰქონდა დაწერილი ეს სიმღერა, არანჟირება – გაკეთებული და მომასმენინა ტელეფონით. ვიცოდი, რომ ის ნოემბერზე იყო და ვურჩიე, სასწრაფოდ გამოეშვა. ჰიტები თაროზე აქვს შემოდებული, ძალიან ბევრი აქვს ასეთი გენიალური სიმღერა, რომ იცოდეთ. კლიპზე არც ვფიქრობდი, სიმღერა უნდა გამოეშვა სასწრაფოდ.

კლიპს რომ ვუყურე, ისეთი ოპერატორული და რეჟისორული ნამუშევარია, თავიდან ბოლომდე ლარს ფონ ტრიერის ფილმები დამიდგა თვალწინ. თავიდან ბოლომდე თავად დაამონტაჟა, ფერებიც თავად გააკეთა, თავად არის რეჟისორი. თავიდან ბოლომდე ისეთი პროექტი დადო, რომ არც ვიცი, რა ვთქვა. მოვცვივდით პრემიერაზე. საოცრებაა, რასაც ანრი აკეთებს!.. მარტო ერთი ადამიანი ასეთ რამეს ქმნიდეს, მსოფლიოც რომ მოვიაროთ, ვერ ვიპოვით. ძალიან დიდი ინდუსტრიაა იმისთვის, რომ ეს შექმნან. ანრის სახლში აქვს ყველაფერი და აკეთებს მაღალ დონეზე. ეწვიეთ სახლში და ნახეთ, როგორ მუშაობს მარტო.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here